პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო, UNIAN ავრცელებს. 

პოროშენკომ უკრაინელ ექიმებს მადლობა საჯარაოდ გადაუხადა.

ჩვენი ექიმები უკრაინის ნამდვილი მცველები არიან, ისინი განუწყვეტლივ, კვირაში 7 დღე თავდაუზოგავად მუშაობენ, მათ მე კვირა-ნახევარში მომარჩინეს, - თქვა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკოს COVID-19 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. მკურნალობის საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - ორმხრივი პნევმონია და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი