ევროპარლამენტის წევრისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის მისამართით გაკეთებულ არჩილ თალაკვაძის განცხადებას, ოპოზიციის შეფასება მოჰყვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" დასავლელი პარტნიორების კრიტიკასაც კი, აღარ ერიდება.
,,როდესაც საქმე შეეხება პოლიტიკური ძალაუფლების შენაჩუნებას, ნებისმნიერ ფასად, იქ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, არ ერიდებიან“, - თქვა სამადაშვილმა.
ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე კი, „ოცნების“ ლიდერის განცხადებას ევროპარლამენტარზე, დემაგოგიად მიიჩნევს.
,,თითქოს ჩვენმა მეგობარმა კუბილიუსმა თქვა, რომ დავითგარეჯზე საუბარი არის სირცხვილი; ამ დროს ბატონი კუბილიუსი საუბრობს იმაზე, რომ ორი საჯარო მოხელის დაპატიმრება და მათთვის დაბრალება, რომ ტერიტიროები გადასცა სხვა ქვეყანას და ყურადღების გადატანაა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან - ეს არის სირცხვილი“, - თქვა კაპანაძემ თალაკვაძის შეფასებისას.
„ერთიანი საქართველოს“ წევრი ანზორ ბიწაძე კი, თალაკვაძის განცხადებაზე, ამბობს, რომ „არჩევნებამდე 25 დღით ადრე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხით მანიპულირებას, როგორიც დავითგარეჯია.“
„ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია, კი ფიქრობს რომ ხელისუფლებას „ძალიან ძვირი დაუჯდება, ეს დამოკიდებულაბა, როგორც ქართველი ხალხის ასევე, უცხოელი პარტნიორების მიმართ“, - „სასაცილოა“ - ამბობს გეგელია.
შეგახსენებთ, რომ თალაკვაძის კომენატარი, ანდრიუს კუბილიუსის ტვიტს მოჰყვა, სადაც ევროპარლამენტარმა დაწერა, რომ ორი კარტოგრაფის დაკავებით, საქართველოს ხელისუფლებას რეალური პრობლემებიდან, მოსახლეობის ყურადღების გადატან სურს.
ამის შემდგომ, თალკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ "ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს“.