
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინსტრი 24 აგვისტოს ნორვეგიის პარლამენტზე მომხდარ კიბერ შეტევაში რუსეთს ადანაშაულებს. მისი თქმით ნორვეგიის მთავრობას ამის დამასტურებელი ფაქტებიც აქვს, რომლებსაც ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ რუსეთის სალჩოში და „პროვოკაციის“-სთვის ახსნა-განმარტებებს“ ელიან ნორვეგიის ხელისუფლებისგან.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როდესაც ნორვეგიიდან რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს, რასაც, რამდენიმე დღეში ნორვეგიელი დიპლომატის იმავე ბრალდებით რუსეთიდან გაძევება მოჰყვა.