მეუფე მელქისედეკი ამბობს, რომ საპატრიაქრომ თუ დროზე არ გადადგა სწორ ნაბიჯები, შესაძლოა, რუსეთმა ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს. 

"აუცილებელია წმინდა სინოდმა ამ საკითხებზე იმსჯელოს, თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმეირ გამონათქვას, შეიძლება ჩვენ მართლა გავეხვეთ ისეთი ომის ქარცეცხლში, რომ აქეთ გადმოიტანოს რუსეთმა, მაგალითად - ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე. 

მე მიდნა მამა კირიონს ვკითხო, როდესაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ცნობილი გნაცხადება გააკეთა და იმის შემდეგ დაიწყო აზერბაიჯანული ჯარების ზემოთ ამოსვლა, აი იმ ქედზე - მაშინ, რატომ მის მეგობარ, დღევანდელ თავდაცვის მინისტრს არ მიმართა, რომ რაღაცა ემოქმედათ, თავდაცვის სამნისტროს ?!", - იკითხა მეუფე მელქისედეკმა 

ცნობსთვის, სალომე ზურაბიშვილმა დავითგარეჯში თქვა, რომ მთავარი მოვალეობაა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები. 

აქვე შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. ადვოკატების თქმით, საქმე აბსურდულია. დაკავებულები კი ბრალს არ აღიარებენ. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი