მეუფე ვახტანგი, ცურტაველი მიტროპოლიტი, ამბობს, რომ დაკავებული ივერი მელაშვილის სასამართლოში წარმოთქმული სიტყვა იყო არაჩვეულებრივი ადამიანის სიტყვები და თვლის, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს მოღალატე. ამის შესახეწბ მეუფემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
"ბატონი ივერი და ქალბატონი ნატალია არიან მეცნიერები და იმ ადამიანმა ისეთი განცხადება გააკეთეს ტელევიზიით, როდესაც ის დააპატიმრეს, დროებით არის რათქმა უნდა დაპატიმრებული. ეს რაღაც იყო არაჩვეულებრივი ადმიანის სიტყვები, რომელიც თავის საოცარ სიტყვებს ღაღადებდა და მე ამ სიტყვებმა გამათბო, შეიძლება ითქვას, ერთი ათად ამამაღლა, როგორც რიგითი ადმიანი და ამ ერის შვილი და ასეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს მორალატე და დამნაშავე, - თქვა მეუფე ვახტანგმა
მეუფე ვახტანგი გადაცემაში ასევე ამბობს, რომ "ქართველი ადამიანი" ვერასოდეს შეეგუება უსამართლობას.
"სიმართლე არის ის, რასაც განცხადებაში აკეთებენ ადამიანები და გამოდის გულიდან წმინდა სიტყვა, რომელსაც უსმენენ ადამიანები და ყველა ღებულობს მას, როგორც ღვთის სიტყვას და სიმართლის სიტყვას, სამართლიანობა- ეს არის უზენაესი პირობა ქვეყნის ცხოვრებისათვის. ადმიანებმა შეიძლება მოითმინონ შიმშილიც, წყურვილიც, ჩაუცმელობაც, ყველაფერი უბედურება, მაგრამ უსამართლობას ვერ ეგუება ადამიანი და მით უმეტეს ქართველი ადამიანისთვის ეს მიუღებელია და ვერასდროს ვერ შეეგუება", - ამბობს მეუფე
მეუფე ვახტანგი თვლის, რომ ქვეყანა უკვე 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებს.
"უკვე 30 წელიწადი გადის და ჩვენ ერთ წრეზე დავდივართ, ჩავეშვებით ჭაობში მერე როგორღაც ამობობღდება ეს ერი, მერე ისევ ჭაობში და ასე შემდეგ და არაფერი ცვლილებები არ არის, ყველა ემსახურება ვიღაც უცხო ბატონს", - თქვა მეუდე ვახტანგმა
დღევანდელ გადაცემაშვე, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ თუ დროზე არ გადადგა სწორი ნაბიჯები საპატრიარქომ, შესაძლოა, რუსეთმა ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს.
ცნობისთივს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სინოდის წევრებმა განცხადებები 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვის შემდეგ გააკეთეს.
მღვდელმთავრების ნაწილი თვლის, რომ საქმეს არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, ნაწილი კი დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ უდანაშაულობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. ადვოკატების თქმით, საქმე აბსურდულია.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.