ევროკავშირის სანქციები რუსეთის მაღალჩინოსნებს ნავალნის მოწამვლისთვის

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი რუსი ოპოზიციონიერის “ნოვიჩოკით“ მოწამლვის გამო, ექვს რუს თანამდებობის პირს სანქციებს უწესებს. 

ბლოკის მიერ გამოქვეყნებულ სიაში რუსეთის წამყვან პოლიტიკოსებსაც ვხვდებით, როგორებიცაა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი და კრემლის პოლიციის უფროსი, ყოფილი პრემიერმინისტრი, სერგეი კირიენკო.

ექვს კაციანი სიაში ასევე მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - პაველ პოპოვი და ალექსეი კრივორიუჩკო, პრეზიდენტის  დიპლომატიური წარმომადგენელი, სერგია მენიაილოსი და კრემლის წარმომადგენელი, ანდრეი იარინი.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მინისტრები ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის სანქცირებაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და პუტინისა და კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ნავალნის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. თავის მხრივ, კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი