საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ რუსეთმა პირდაპირი კოვიდაგრესია გამოიჩინა საქართველოს მისამართით და ეს საქართველოს ხელისუფლების ხცელშეწყობით მოხდა. გადაცემაშივე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილს აწყობს კორონავირუსი, რადგან ჰგონია, რომ ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე. 

"მთელ მსოფლიოში, კოვიდინფექციის გამო, რუსეთი გაწითლებული იყო, ამათ კი ბათუმში ჩამოიყვანეს, პირდაპირი კოვიდაგრესია გამოიჩინა რუსეთმა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით. ახლა ამბობენ, და ხალხს აბრალებენ, რომ პირბადეებს არ ატარებდნენ და ამის ბრალია ეს აფეთქება? მართლა? რა შუაშია ხალხი? თქვენი ბრალია ყველაფერი, თქვენ შემოიყვანეთ რუსეთიდან თქვენი ახლობლები და ნაცნობები, შენს საქმეს მიხედე, შე უბედურო', - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების ვერტიკალის წევრებს. 

მისივე თქმით, კოვიდზე სპეციალისტების გადამზადებას მინიმუმ, 5-6 თვე სჭირდება.

"მართალია, საქართველოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნიუ-იორკიდან და სხვა პრესტიჟული კლინიკებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, მაგრამ გადამზადებაა საჭირო სტუდენტების, ექთნების, რადგან კოვიდით დაავადებულს სჭირდება სპეციფიკური მოვლა: დღეში სამჯერ მუცელზე უნდა დააწვინო, მერე გადმოატრიალო და ასე შემდეგ? ამათ რა ქნეს? შემოიყვანეს ბათუმში ტურისტები რუსეთიდან, მერე სხვა ქვეყნებიდანაც და დაიწყეს დაავადების გავრცელება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კოვიდინფიციერების ყველა რეკორდი მოიხსნა 919 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თითქმის მესამედი თბილისზე მოდის, უმრავლესობა კი - აჭარაზე. ინფიცირებულთაგან დღეს 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მალე 1000-სს გაცდება,  ჯანდაცვის სისტემა კი,  ამისთვის მზადაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი პრემიერის ამ  განცხადებასაც სიცრუეს, ხოლო გახარიას მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ ჯანდაცვას, მისი ზუსტი ინფორმაციით, მაქსიმუმ, 250-300 საწოლი აქვს და მონაცემებს აყალბებს.  

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი