არჩევნების წინ, ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება - საპატრიარქო გარეჯის საქმეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქო ამბობს, რომ არჩევნების წინ დავითგარეჯის თემის წინ წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება. ამ ინფორმაციას საპატრიარქო თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ 2020 წლის 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და მღვდელმთავრებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა პირებმა გააცნეს ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, ის დოკუმენტაცია, რომელიც დავით ხიდაშელმა საქართველოში ჩამოიტანა და ასევე ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

შეგახსენებთ, რომ დავითგარეჯის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 29 სექტემბერს დაიწყო. შოთაძის უწყება  დავითგარეჯის კომისიის წევრებს საქართველოს მიწების გასხვისებაში ადანაშაულებს.გამოძიების საფუძვლად პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან, 2020 წლის 17 აგვისტოს მიღებულ ინფორმაციას ასახელებს.

ცნობისთვის, ამ გამოძიების ფარგლებში, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი და ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა. 

2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ პირველის გადაწყვეტილება - ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ, არ შეცვალა და მეცნიერები არ გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი