"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საპარლამენტო კონტროლის შესახებ კვლევა ჩაატარა და პარლამენტის მუშაობის ხარვეზები გამოავლინა. კვლევა საკანონმდებლო ორგანოს 2019-2020 წლების სესიის საქმიანობას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა შეისწავლეს ინტერპელაცია - სადეპუტატო მოთხოვნები, სამთავრობო საათი და მინისტრების ანგარიშები. კვლევის დოკუმენტი ევროკავშირის 12 სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პარლამენტის გამოცდილების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს მოიცავს.
"ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, ქვეყანაში საჭიროა ორკვირეული, როდესაც პარლამენტი სასესიოდ შეიკრიბება, სამთავრობო საათის შემოღება, სადაც დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა აქტუალური კითხვები დაუსვან მინისტრებს", - ამბობს ვახუშტი მენაბდე, საიას წარმომადგენელი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ საპარლამენტო კონტროლი ახალი რეგლამენტის შემდეგ გაუმჯობესდა, მაგრამ ხარვეზები მაინც არსებობს.
საიამ პარლამენტის მუშაობაში 60-ზე მეტი ხარვეზი გამოავლინა და პარლამენტისთვის ამდენივე რეკომენდაცია შეიმუშავა, ერთ-ერთი რეკომენდაცია პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციის როლის გაზრდაა.