პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეურთდნენ

გამოქვეყნდა:

პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან. ამის შესახებ, მათ განცხადება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გააკეთეს. მათი თქმით, გაერთიანების მთავარი მიზანი მასწავლებლის საქმიანობის ღირსების აღდგენა და 2020 წლის არჩევნებზე  ყველა მოქალაქის ხმების დაცვაა.

"31 ოქტომბერს მხარს ვუჭერთ გაერთიანებულ ოპოზიციას და მიხეილ სააკაშვილს, რადგან ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ ასახავს პედაგოგების დაფასებას და ჩვენ ვენდობით გუნდს, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა გამოცდილება და გვჯერა, რომ ეს გუნდი, მომავალშიც დააფასებს პედაგოგის საქმიანობას" - ამბობს ინგა გუგავა, განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენელი. 

პედაგოგები არაერთხელ გამხდარან წინასაარჩევნო მანიპულაციების მსხვერპლნი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგის, ია კერზაიას შემთხვევაა, როცა არჩევნებზე დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ ის სიკვდილამდე მიიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ  სამსახურიდან 12 ოქტომბერს, პოლიტიკური მოტივით ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშილიც, გაათავისუფლეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში ინფაქტის ნიშნებით მოხვდა.

ცნობისთვის, წინასაარჩევნოდ მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებიდან 6 დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ისე გაათავისუფლეს, რომ მათ სამსახურის დაკარგვის შესახებ შემთხვევით გაიგეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი