პრემიერი ტოქსიკურ ორ კვირას აანონსებს, ოპოზიციის ნაწილი კი არჩევნების გადადებას ითხოვს. გახარია ამბობს, რომ წინ მძიმე, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა გველოდება, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს.
ეს განცხადება გააკეთა იმ მმართველი გუნდის ლიდერმა, რომელიც ბრძოლის არც ერთ აკრძალულ მეთოდს არ ერიდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დღეს გახარიამ კოვიდ პანდემიის მეორე ტალღის მართვის შესახებაც ისაუბრა. თუმცა ოპოზიციამ კრიზისების მენეჯერს მუშაობას უწუნებს და უფრო მეტიც, ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი,ლევან კობერიძე პარლამენტს არჩევნების გადადების მოთხოვნით მიმართავს, რადგან მისი თქმით, ხელისუფლებას არ შეუძლია ამომრჩევლის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ახლა ჯერი მმართველ გუნდზეა, მათ უნდა უპასუხონ ოპოზიციას, მოიწვევენ თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას და განიხილავენ თუ არა ღია ფორმატში არჩევნების გადადების საკითხს.