პარიზში თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა

გამოქვეყნდა:

პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში თავდამსხმელებმა სკოლის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. BBC წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა.

მედიის ცნობით, თავმდამსხმელს პოლიციმ ესროლა და მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ისტორიის მასწავლებელი იყო და მან კლასში მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა არჩვენა.

თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე, სკოლის მახლობლად მოხდა.

საქმე გამოსაძიებლად პროკურატურის ანტიტერორისტულ მიმართულებას გადაეცა. 

მოხმდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდეტნი, ემანუელ მაკრონიც, რომელმაც მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა. შემთხვევის ადგილას მისულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასწავლებელი მოკლეს, რადგან ის "გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა ". 

მსხვერპლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

საყურადღებოა ფაქტი, რომ პარიზში 2015 წელს მომხდარ თავდასხმაზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ჟურნალს "შარლი ებდოს" თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი მოკლეს. ამ ფორმით ტერორისტულმა სამყარომ ჟურნალის მთავარ გვერდზე დაბეჭდილ მუჰამედის კარიკატურას უპასუხა. 2015 წლის თავდასხმის შემდეგ Charlie Hebdo-მ ოფისი დაცალა და ახალ შენობაში გადავიდა.

ერთ-ერთი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, სამი კვირის წინ ჟურნალის ყოფილ ოფისთან თავდამსხმელმა 2 ადამიანი დაჭრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი