უპასუხისმგებლობაა და საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - ლომჯარია ბათუმის აქციაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ პანდემიისას უპირბადოდ და დისტანციის დაცვის გარეშე ათასობით ადამიანის შეკრება უპასუხისმგებლობაა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი - ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე - საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას, - წერს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის აზრით, სახელმწიფომ დადგენილი რეკომენდაციების აღსრულება ზედმიწევნით უნდა უზრუნველყოს და ახალი წესების შემოღებაც უნდა მოხდეს.

ნინო ლომჯარია წერს, რომ დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციებისა და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, არჩევნების ჩატარება სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკს აჩენს. 

მისი თქმით, ამ თემაზე დამატებითი მსჯელობაა საჭირო, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებულ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი