თუ არჩევნებში "ოცნება" უნდა დამარცხდეს, მაშინ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს - ნიკა გვარამია ენმ-ის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას Facebook-პოსტით ეხმიანება.

ნიკა გვარამიას შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებას აკრიტიკებენ, "ბიძინას სასარგებლო იდიოტებად იქცევიან". 

"საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის). ჩამოვყალიბდეთ: თუ არჩევნები უნდა ჩატარდეს (და ბიძინა დამარცხდეს), მაშინ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს. თუ კამპანია არ უნდა ჩატარდეს ან კოჭლი კამპანიით შემოვიფარგლოთ (ანუ ბიძინა დარჩეს), მაშინ არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და გადაიდოს. თუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტყებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან თქვენივე ტექსტები ბიძინას სასარგებლო იდიოტებად გაქცევთ", - წერს ნიკა გვარამია. 

გარდა ამისა, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, "ოცნება" თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს. თავის მხრივ, ვინც კრებს, "იმათ კორონათი ამუნათებს და ამისთვის თავის ტროლებს და სასარგებლო იდიოტებს იყენებს". 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" მმართველმა გუნდმა გააკრიტიკა კოვიდპანდემიისას ხალხმრავალი აქციის ჩატარების გამო; "ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, თქვა, რომ ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი და რომ "პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი". 

აქციას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. მისი შეფასებით, პანდემიისას უპირბადოდ და დისტანციის დაცვის გარეშე ათასობით ადამიანის შეკრება უპასუხისმგებლობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი