"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 16 ოქტომბერს ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბრიფინგით სურდა გამოხმაურებოდა "მავნებლურ ქმედებას" და ამ ქმედებაზე საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას.
"იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს ენმ-მ კიდევ ერთხელ დაადასტრუდა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშანთვისებაა. ქალაქში სადაც დღეს ყველზე მეტადაა გავრცელებული კოვიდი 1 500 ადამიანის, მათ შორის მოხუცებისა და ბაშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდნიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება. ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პარტიამ პირველ რიგში თავისი ამომრჩეველი დააყენა რისკის ქვეშ. კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებულ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.