ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ შეხვედრებზე ყველა რეგულაცია დაცული იყოს - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, შემდეგ შეხვედრებზე და აქციებზე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა რეგულაცია და წესი მაქსიმალურად იყოს დაცული. ბათუმში გამართულ აქციაზე და მის გამოხმაურებებზე უდუმაშვილმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"რაც შეეხება ასეთ შეკრებებს, ეს არის განუყოფელი ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიის და ეს აუცილებელია მითუმეტეს იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. სწორედ ამიტომ, ასეთი შეკრებები გაგრძელდება მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ საორგანიზაციო კუთხით, რომ შემდეგ შეკრებებზე მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის რეგულაცია და წესი, რომელსაც ითვალისწინებს დღეს არსებული მდგომარეობა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, პანდემისი გამო პოლიტიკოსები საკუთარ თავს გარკევულ წესებს უწესებენ, რადგან ბუნებრივია, როდესაც ისინი კარდაკარზე მუშაობენ დღეში ათობით ოჯახში უწევთ მისვლა.

უდუმაშვილმა ამ თემაზე დღეს სპეციალური ბრიფინგიც გამართა და აღნიშნა, რომ ბათუმში აქციაზე ორგანიზატორები მზად იყვნენ, მაგრამ ხალხის ამხელა ნაკადს არ ელოდნენ, სწორედ ამიტომ ლოჯისტიკაში პრობლემები შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებულ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი