ოქროს მომპოვებელი კომპანია "არემჯი", რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებით საყდრისი ააფეთქა, არჩევნების პროცესში აქტიურად ერევა. დაახლოებით სამიათას თანამშრომელს სპეციალური ბლანკები დაურიგეს, სადაც მათ საკუთარი და ოჯახის წევრების პირადი მონაცემები უნდა ჩაწეროს. ასევე უნდა მიუთითოს, რომელ უბანზე აძლევს ხმას. უკვე ზეპირი მოთხოვნაა რომ ქართული ოცნების შემოხაზვის შემდეგ საარჩევნო ფურცელს ფოტო გადაუღონ და მენეჯმენტს წარუდგინონ. ვინც ამას არ გააკეთებს სამსახურიდან გააგდებენ. 

ამ კომპანიის მენეჯმენტის თითქმის 90 პროცენტი სწორედ ქართული ოცნების შემომწირველია. კომპანიის დირექცია ასობით ათას ლარს რომ სწორედ მმართველ პარტიას სწირავს, ამის შესახებაც და თანამშრომლებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებაც კარგად იცის რეგიონში ოპოზიციის მაჯორიტარობის კანდიდატმა. კახა ოქრიაშვილი ყურადღებას ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს. კომპანია არემჯის მენეჯმენტის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ერევა. 

ამ საწარმოს მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქეები და გამოდის, რომ რუსეთი ერევა ჩვენს პოლიტკურ პროცესში და ვთვლი, რომ სანქციებუ ამ საწარმოს ხელმძღვანელებს და ინვესტორების მიმართ გარდაუვალი იქნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად რუსეთის ჩარევა ჩვენს არჩევნებში. აქედან გამომდინარე ეს გამოიწვევს მომავალში ინვესტორის შეცვლას და დირექტორატის დათხოვნას, - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.

კოამპანია არემჯის დანაშაულებრივი საქმიანობის და ამის გამო მატი დაჯარიმბის შესახებ კარგად იცის სერგო რატიანმა, რომელიც მაშინ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა. რატიანი იხსენებს, რამხელა ზიანი მიაყენა კომპანიამ საქართველოს, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით.

სახელმწიფო არემჯი გოლდთან მიმართებაში კანონდარრვევებზე არათუ თვალს ხუჭავს, არამედ ხშირად თავადაც მიდის კანონდარღვევაზე. 31 მილიონი არ არის ერთადერთი მსხვილი თანხა, რომელიც კომპანიას ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ აპატია. ოქროს მომპოვებელ საწარმოს უკვე წლებია ბიუჯეტში კიდევ 90 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი, რომელსაც არ იხდის, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილიდან მოყოლებული ყველა პრემიერმინისტრი მათ ლიცენზირების და შესაბამისად დავალიანების გადახდის ვადებს უგრძელებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი