ცენტრალურ ინგლისში, ნოტინგემის ერთერთ ქუჩაზე, ბენქსის ახალი გრაფიტი გამოჩნდა. ნამუშევარი ბრიტანელებმა, სილამაზის სალონის კედელზე, ჯერ კიდევ 13 ოქტომბერს შენიშნეს. თავდაპირველად ავტორის ვინაობა უცნობი იყო, თუმცა Instagram-პოსტის საშუალებით გაირკვა, რომ "გოგონა რგოლით" ბენქსის ეკუთვნის.
ცნობისთვის, ბენქსი ინგლისელი მხატვარია. მან მსოფლიოს ყურადღება კედლებზე შესრულებული გამორჩეული ნამუშევრებითა და საკუთარი ანონიმურობით მიიქცია - ბენქსის ბიოგრაფიული მონაცემები დღემდე უცნობია.
ინგლისელი ხელოვანის ნამუშევრები, ძირითადად, სატირაა პოლიტიკური და სოციალური თემების ირგვლივ.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ბენქსის ეკუთვნის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი გრაფიტი - "გოგონა წითელი ბუშტით".