მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს - პარტიების რეიტინგი IPSOS-ის კვლევაში

გამოქვეყნდა:

ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მესამე კვლევა ჩაატარა. 

კითხვა - მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • ქართული ოცნება - 26.2%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17.8%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 5.3%
  • ევროპული საქართველო - 5.1%
  • ლელო - 2.7%
  • გირჩი - 2.7%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.2%
  • ერთიანი საქართველო - 0.7%
  • მოქალაქეები - 0.5%
  • სხვა პარტიები - 1.7%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 34%

იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით: 

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 40.3 (+3.1)%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 31.2 (+4.0)%
  • ევროპული საქართველო - 6.8 (-3.8)%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 6.8 (+0.7)%
  • ლელო - 4.5 (-1.8)%
  • გირჩი - 3.4 (+1.5)%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.6 (+0.5)%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.5 (-0.6)%
  • ერთიანი საქართველო - 1.2 (-0.6)%
  • მოქალაქეები - 1.0 (-0.7)%
  • სხვა პარტიები - 0.7 (-2.3)%

სექტემბრის შემდეგ ეს უკვე IPSOS​-საფრანგეთის მესამე კვლევაა, რომელიც "მთავარი არხის" დაკვეთით ტარდება.

4 ოქტომბრის კვლევა;

20 სექტემბრის კვლევა;

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი