IPSOS -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით მიღებული ზომები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცუდი იყო. კითხვის პასუხად 28%-მა თქვა, რომ პირიქით, კარგი.
როგორი იყო ჯანდაცვის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში?
ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, როგით მესამე კვლევა ჩაატარა.
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".