"ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს ოზურგეთში შეხვდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობს ჯკანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია წარადგინეს.

შეხვედრაზე დაცული იყო კორონავრუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მხარდამჭერებს დაურიგეს პირბადეები, პოლიტიკოსები ჭადრების ბაღში შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ყველაზე დიდი კორონავირუსი არის ბიძინა, ბიძინა, რომ წავა კორონავირუსიც წავა, - ამბობს შეხვედრაზე მისული ერთ-ერთი ამომრჩეველი

ჭადრების ბარში შეკრებილებს ონლაინ მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამაზე, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გეგმავდა.

მანუჩარ კვირკველიას ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც, რომელიც შეკრებას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი