როგორ აფასებს მოსახლეობა ხელისუფლების მიერ პანდემიის დროს მიღებულ ზომებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის ახალი კვლევით გამოკითხული მოსახლეობა პანდემიის პირობებში ხელისულფების მიერ მიღებულ ზომებს აფასებს. კითხვები  ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროს შეეხო. 

IPSOS-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდა, რაც შეეხება დანარჩენ სფეროებს: 

კითხვაზე: 

1. როგორი იყო ჯანდაცვის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში?

გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ კარგი, 46%-ის აზრით, კი ცუდი.

2. როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში?

გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ ცუდი, 15% კი კარგი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ IPSOS-ის კვლევაში, კითხვაზე - როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში? -  45% ამბობდა რომ ძალიან ცუდი. 

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი