"შემოიარე საქართველო" ჭიათურაში ჩავიდა - ითხვისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანია "შემოიარე საქართველო"-ს ფარგლებში ჭიათურაში ჩავიდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ ითხვისში იყვნენ.

ითხვისის მოსახლეობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანიშვილის მეზობლად ცხოვრობს, აქამდე გაჭირვებას თავისი ძალებით ებრძოდა, მათ არავინ დახმარებია.

დღეს ითხვისელები ხელისუფლების შეცდომებზე სასაუბროდ, დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ქუჩაში გამოვიდნენ და ოცნების მართველობა გააკრიტიკეს.

ითხვისში ადგილობრივებისთვის, მთავარ პრობლემად სასმელი წყლის არ ქონა, შიმშილი, წვიმით დაზიანებული გადაუხურავი საცხოვრებელი სახლები, ცუდი გზები და სოციალურად დაუცველობა რჩება.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ახალი ძალის ხელისფულებაში მოსვლის შემდეგ მათი სოციალური პრობლემა მოგვარდება. ოპოზიცია ითხვისელების პრობლემებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეგახსენებთ, ითხვისში მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. "შემოიარე საქართველო" 12 ოქტომბრიდან კახეთში დაიწყო, შემდგომ შიდა-ქართლში გადაინაცვლა და ამჯერად იმერეთში გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი