“შემოიარე საქართველო” - კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდა ქართლის მოსახლეობას ხვდებიან. ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი და ნუგზარ წიკლაური, პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად გორში და კასპში ჩავიდნენ.
ლიდერები ამომრჩევლის პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივების მთავარი საწუხარი ნეპოტიზმი, ინფრატრუქტურული პრობლემები და გაზრდილი კრიმინალია, გაჭირვებასთან ერთად.
მოსახლეობას სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც და თქვა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, ელოდება, როდის ჩამოვა, რათა ქვეყნის აღმშენებლობას დაიწყოს - "მათი დამარცხება უპერსპექტივობის დამარცხებაა, მათი დამარცხება - ავადმყოფობის, სიღარიბის დამარცხება და საქართველოს გამარჯვებაა ", - თქვა სააკაშვილმა "ოცნებაზე".
ოპოზიციონერი ლიდერები ასეთ შეხვედრას ამ წუთებში კასპში მართავენ და გეგმავენ მოსახლეობას კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, კიდევ ერთი კამპპანია აქვს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ეგიდით ტარდება - "დაავალე მიშას". ამ კამპანიის ფარგლებში მოსახელობას შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება ითხოვოს, რომელიც მათ აწუხებთ. ამ კამპანიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა მოსახლეობასთან უკვე გაიმართა - სოფელი წყრუთი, ქობულეთი, ამავე კამპანიის ფარგლებში კახეთში ყურძნის ფასის მომატებაც ითხოვეს, ფოთში კი შეჩერებული ინფრასტრუქტრული პროექტების აღდეგნას ითხოვენ.