საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" აცხადებს, რომ პანდემია მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ის კოლაფსი, რაც ახლა საქართველოში ხდება დაავადების მართვის კუთხით, კორუფციის შედეგია, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თან ფულიც გაეკეთებინა.
მესამე პრეზიდენტი წინასაარჩევნო სიტუაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ არჩევნების გადადება უარყოფითად აისახება "ქართული ოცნებაზე":
არჩევნები გაზაფხულამდე რომც გადადონ, ისინი სამ-ოთხ პროცენტზე მეტს ვერ მიიღებენ, ახლა კი აქვთ შანსი, არჩევნების შემდეგ გახდნენ მთავარი ოპოზიციური ჯგუფი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ტარდება, ცესკოს სხდომა დღესაა ჩანიშნული, სადაც კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ.