
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს განცხადებით, პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მათ საავადმყოფოში არ მკურნლობს და პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული განცხადება უზუსტობა იყო. საავადმყოფოს პრესსამსახური განმარტავს, რომ კლინიკაში ადგილები არაა და ისინი ახალ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტბს არ იღებენ.
ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ დაწერა, რომ ინფექციურ საავადმყოფოშია მათ მიმართ კრიტიკა წამოვიდა, რომ "პრივილეგირებული" პაციენტები არსებობენ.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის პრივილეგრიებული და არაპრივილეგირებული პაციენტები არ არსებობს, ჩვენთან როცა პაციენტი მოდის, ყველა თანაბარია და ყველა თანაბრად იღებს შესაბამის მკურნალობს ერთი გაიდლაინით და პროტოკოლის წესების დაცვით", - აცხადებენ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 1 საათის წინ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გვიან ღამით მისი მდგომარეობა დამძიმდა, შედარებით ცუდად გხადა და ის სამკურნალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გადიაყვანეს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გუშინ, 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.