"ოცნების" უკანონო ქმედებების მიუხედავად ბარში ამომრჩეველს დღესაც შევხვდებით - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის უკანონო ქმედებების მიუხედავად დღეს, 19 ოქტომბერს, ბარ "სახელოსნოში" ამომრჩეველთან შეხვედრას მაინც გამართავენ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ნებისმიერი ქმედება აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა.

"ქართული ოცნების" მთავრობის უკანონო ქმედებების და უფლებამოსილებების გადამეტების მიუხედავად, "გირჩი" დღეს, 19 ოქტომბერს, ბარ "სახელოსნო"-ს ტერიტორიაზე გამართავს ამომრჩევლებთან შეხვედრის მორიგ საღამოს. "სახელოსნო" 22:00 საათის შემდეგ დაიხურება და მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენთან კომუნიკაციის და პარტიის იდეოლოგიაზე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ", - წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბარებში შეზღუდვების დარღვევის გამო გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ბარი კი სადაც "გირჩი" პოლიტიკურ შეხვედრას მართავდა 10 000 ლარით დააჯარიმეს. ბარის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას უსამართლობას უწოდებენ და მაბობენ, რომ ბარი ფუნქციონირებას 10 საათზე წყვეტს, ამის შემდეგ კი მათ კონტრაქტის მიხედვით სივრცე პარტიას უნდა დაუთმონ აგიტაციისთვის.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს პოლიციაში ზურა ჯაფარიძეც იმყოფებოდა, თუმცა უწყებას ის არ დაუკითხავს.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი