პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტები ოპოზიციის პროვოცირებული იყო და სწორედ ისინი ცდილობენ, რომ წინასაარჩვენოდ მძიმე პოლიტიკური ფონი შექმნან.
კახა ოქრიაშვილი ხედავს, რომ არჩევნებს აგებს....მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ამ პროვოკაციებს სათანადო პოლიტიკური პასუხი ექნება “ ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს ბოლნისში გუშინ, 19 ოქტომბერს დაესხნენ. ლევან მიქელაძის მანქანას გადაადგილების დროს, 6-ჯერ ესროლეს.
ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მიქელაძემ თავდამსხმელების ვინაობაც დაასახელა, თუმცა პოლიციას არ გამოუკითხავს.