შეიარაღებული თავდასხმა ოპოზიციაზე-ოქრიაშვილის შტაბის წევრი თავდამსხმელების გვარებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

ბოლნისში, იმ ადგილას სადაც გუშინ, 19 ოქტომბერს კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციელები ადგილზე ნივთმტკიცებების ეძებენ, თუმცა ამ დრომდე არაფერი უპოვიათ. საგამოძიებო მოქმედებებში მონქწიელობს ლევან მიქელაძეც, რომელიც თავდასხმის დროს, ავტომანქანას მართავდა. 

მიქელაძე მომხდარში პირდაპირ ადანაშაულებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანსა და მის გარემოცვას. მიქალძემ თავდამსხმელების ვინაობა გუშინვე დაასახელა , თუმცა პოლიციას ისინი კიდევ ერ გამოუკითხავ. საუბარია ბოლნისის საკრებულოს წევრზე ბექა წაქაძეზე, ხოლო მეორე თავდამსხმელად მიქალაძე აჩიკო მინდიაშვილს ასახელებს. 

აჩიკო მინდიაშვილი არის შტაბის წევრი გოგი მეშველიანის და მეორე არის საკრებულოს წევრი ბექა წაქაძე. ამეკიდნენ გზაზე, ერთმა ჩამიხერგა, უკან მეორე მომადგა, აპირებდნენ ჩემ შეჩერებას, რა დროსაც მე დავიწყე სვლა ამ დროს დამარტყს და გადამაგდეს გზის სავალი ნაწილიდან... მერე იყო 5-6 გასროლა - ამბობს მიქელეაძე.

მისი ადვოკატი თავდამსხმელების დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს და ამბობს, რომ გამოკვეთილია 19-108-ე მუხლის დანაშაულის ნიშნები, რას დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბოლნისში, შეიარაღებულ თავდასხმას დღეს ირაკლი კობახიზეც გამოეხმაურა და ტრადიციულად ოპონენტები დაადანაშაულა.  

ბრალდებებს უარყოფს გოგი მეშველიანიც. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს რომ ის რაც გუშინ, ბოლნისში მოხდა კახა ოქრიაშვილის და მისი შტაბის წევრების დადგმული სპექტაკლია. თავად ოქრიაშვილის კი "ოცნების" განცხადებებს "იდოტიზმს" უწოდებს.

თავდასხმა გუშინ, 19 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ოქრიაშვილის შტაბის წევრებს სოფელ ნახიდურთან ორი მანქანით დაედევნენ და მათი მისამართით 6-ჯერ ისროლეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი