გადავედი თვითიზოლაციაში... ქართულ სიმღერაზე მეტი "კომპრომატი"ვერავინ აღმომიჩინა - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი კითხვებს პასუხობს. მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ზე წერს რომ ნინო წილოსანთან კონტაქტის გამო, იზოლაციაშია, ასევე წერს სად და როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის და ირაკლი აბესაძე ერთად მღერიან:

რამდენიმე კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა:

1. მაქვს თუ არა "კოვიდი" დადასტურებული?

არა. მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი), სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, - არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა

2. ვიყავით თუ არა სუფრაზე ბოლო პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად?

არა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ, "ვესტმინსტერი" მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც "ქართული ოცნების" ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი.

სწორედ იქ არის გადაღებული ის "სუპერსკანდალური" ვიდეო, რომელიც, "პატრიოტთა ალიანსმა", არც მეტი და არც ნაკლები,

თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა.

მე კი ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი "კომპრომატი" ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია -წერს მამუკა მდინარაძე 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მან ინფორმაცია თავად გაავრცელა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი