დავით ხიდაშელმა ჩვენებაში ივანიშვილის რუკებით დაინტერესება აღარ დამალა - გარეჯის საქმე

გამოქვეყნდა:

დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები უკვე გაეცნენ საქმის ფიგურანტისა და რუკის წყაროს, დავით ხიდაშელის, ჩვენებას. მან ახალ გამოკითხვაში ბიძინა ივანიშვილი ახსენა, განსხვავებით წინა ჩვენებისგან და ოლიგარქის რუკებით დაინტერესება აღარ დამალა. 

"ხიდაშელმა თქვა, რომ სამართლებრივად მნიშვნელოვანი არ იყო, ბიძინა ივანიშვილმა როგორ დაურეკა და მოსთხოვა რუკები. ჩემთვის გასაკვირია ეს ფაქტი, რადგან სატელევიზიო ინტერვიუსას მან ისიც კი თქვა, რომ შოკირებული იყო ოლიგარქის ზარით და საინტერესოა, ამის შემდეგ როგორ იფიქრა, რომ ეს სამართლებრივად მნიშვნელოვანი აღარ იქნებოდა. საქმის დეტალების გამორკვევისას უფრო ვრწმუნდებით ბრალის უსუსურობაში", - ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე. 

ცნობისთვის, გარეჯის საქმეს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის ჩვენების ოქმი დაემატება. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი