ლაშა და გივი ქველაძეების მიმართ სახელისუფლებო ჯგუფების მიერ წლების განმავლობაში მიმდინარე ძალადობის საქმეებზე ცენტრი "ემპათია" სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
ირკვევა, რომ ქველაძეებზე მარნეულის ინციდენტისას ფიზიკური ძალადობა პირველი შემთხვევა არ იყო. ოჯახს უკვე წლებია ავიწროებენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.
"ქველაძეების ოჯახზე 2014 წლიდან მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რასაც განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას", - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.
დაზარალებული ლაშა ქველაძე გამოძიებამ ბრალდებულად თავადვე ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.