შემუშავდეს კოვიდინფექციის მართვის გეგმა - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

განცხადებაში, რომელსაც ხელს 12 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა "კოვიდ-ინფექციის" გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, შეზღუდეს წინასაარჩევნო აქტივობები და შეამცირეს ე.წ „კარდაკარების“ ჩატარება. ამასთან, "კორონავირუსის" ინფექცია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერსაც დაუდასტურდა. მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება კი, გავლენას ახდენს ამომრჩეველზეც, რომელიც თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას. მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაც. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევები ექმნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სათანადო რაოდენობის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მობილიზების კუთხით ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მთავრობას მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებისა და მოსახლეობის ინფორმირებისკენ მოუწოდებს:

"მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს „კოვიდ კრიზისის” დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. ამ მიზნით აუცილებელია:

Image removed. გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი;

Image removed. შემუშავდეს "კოვიდ ინფექციის" მართვის გეგმა;

Image removed. განისაზღვროს "კოვიდ ინფიცირებულთა" ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი