გიგა ბოკერია კორონავირუსის კრიზისზე "ოცნების" დამოკიდებულებას შარჟით ეხმაურება

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და კრიზისზე ხელისუფლების დამოკიდებულებას შარჟით ეხმაურება. ის ფოტოს საკუთარ Facebook-ზე აქვეყნებს.

"სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ჩვენს გვერდით ადამიანები იღუპებიან. ეს შარჟი, რომელიც ფეისბუქზე შემომხდა, კარგად აჩვენებს ქართული ოცნების დამოკიდებულებას კოვიდ კრიზისის მიმართ", - წერს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში ინფიცირების 1194 შემთხვევა დადასტურდა, დღესვე გარდაიცვალა 15 ადამიანი, მათ შორის ერთი პაციენტი, 40 წლის ქალია, რაც არა მხოლოდ დღეის მონაცემებით, არამედ ზოგადად ვირუსით გარდაცვლილთა შორის საქართველოში, ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილია. აღსანიშნავია, რომ მას თანმლები დაავადებებიც ჰქონდა. 

დღესვე გადატვირთული სისტემის გამო, 122-მა განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ არამიზნობრივად არ დარეკონ ქოლცენტრში. საკოორდინაციო საბჭომ კი მცხეთაში 22:00 საათის შემდე რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი