ეროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე ფეისბუქზე გამოეხმაურა ზუგდიდის სპეცოპერაციას. კიკნაველიძე წერს, რომ მძველად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიას დაკავშირება გამტაცებელთან, "ფსკერი და ტალახია"
"გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს ირაკლი კვარაცხელიას მისცა მითითება გასულიყო მთავარ არხთან კონტაქტზე და ამ ფორმით გააცნო ყველას თავისი მოთხოვნები. ეს ყველაფერი ვნახეთ პირდაპირ ეთერში. ახლა სამთავრობო მედია, ტროლ-ბოტებითა და მთელი ტყუილის ინდუსტრიით ცდილობს მძევალი დაუკავშიროს გამტაცებელს, რადგან ირაკლი კვარაცხელია ენმ-ს აქტივისტია. ცდილობენ ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ კვარაცხელია გატაცების ორგანიზატორი/მონაწილეა. ამ დროს გამტაცებლის მიცემული დრო იწურება. ფსკერია ეს ყველაფერი. ფსკერი და ტალახი." - წერს ირაკლი კიკნაველიძე.
ცნობისთვის, ირაკლი კავარაცხელია სოციალურ ქსელში დაუკავშირდა "მთავარი არხის" დირექტორს. ნიკა გვარამიამ FACEBOOK- ზე დაწერა, როგორ დაუკავშირდა ის პირი, რომელსაც ახლა ზუგდიდში, ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი, კვარაცხელიას მეშვეობით.
სამთავრობო მედია კი, ავრცელებს ფოტოებს და ირწმუნება, რომ მძევლად აყვანილი კვარაცხელია ენმ-სთანაა დაკავშირებული.
გიგი უგულავა კი, ამბობს, რომ გულისამრევია ხელისუფლება და გულის ამრევად იქცევა სამთავრობო მედია " მძველია კაცი, გულისამრევია უბრალოდ...ისრების გადატანა - რა დროს ესაა, სირცხვილი არ არის ?!" - ამბობს უგულავა. აქვე უგულავა ადასტურებს, რომ კვარაცხელია ნამდვილად მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია ზუგდიდის ცენტრში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2 საათიანი ვადაც მისცა.