ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ...? - ბერძენიშვილი პოლიციის უფროსის როლით დაინტერესდა

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ზუგდიდში 21 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსა და სპეცოპერაციას facebook გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ არ არსებობს პასუხები კითხვებზე და ვიდრე ასეა, დასკვნების გამოტანაც ნაადრევია: 

სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ...? ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და "აორთქლდება", ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ.... ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა? წერს ბერძენიშვილი

შეგახსენებთ, ბანკის ყველა მძევალი უკვე თავისუფალია. ბანკიდან ხელყუმბარითა და ფულის ჩანთით გამოსულმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციის მაღალჩინოსანთან, ავთანდილ გალდავასთან ერთად, კიდევ სამი პირი წაიყვანა და რამდენიმე საათში გაათავისუფლა. 

სწორედ სამხარეოს უფროსი გალდავა აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს. სად არის ამჟამად თავდამსხმელი, უცნობია. შსს-ს უკვე რამდენიმე საათია განცხადება არ გაუვრცელებია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი