"ადამიანის უფლებათა ცენტრში" ფიქრობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს პასუხიმგებლობის საკითხი, შესაძლოა, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამოც დადგეს.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ აღძრული საქმეები მთლიანად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ხოლო რასაც მას ედავებიან, სისხლის სამართალს არ მიეკუთვნება. ასევე, იკვეთება შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირის წინააღმდეგ.
"ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მთლიანად დაუსაბუთებელია და იქ არავითარი სასჯელი კანონის გარეშე პრინციპს ეწინააღმდეგება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შესაძლოა გახდეს შემდგომში შეფასებისა და სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანალიტიკოსი, გიორგი ტყებუჩავა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პროექტის „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“ ფარგლებში აკვირდება. ამ დროისთვის მონიტორინგი ეხება 20 საქმეს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).