ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე "ქართული ოცნების" აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, გვანცა შარაძე ამბობს, რომ "ოცნების" აქტივისტმა ზაზა გვარიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ლუდის კათხა და საფერფლე ესროლა.

"მხარდამჭერი ვარ ნაციონალური მოძრაობის და რომ ჩავიარე რაღაცები თქვეს მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. უკან რომ ვბრუნდებოდი მესროლა ლუდის დიდი კათხა და მეორე ხელზე მომარტყა საფერფლე, გამოვიძახე პატრული, მაგრამ ისინი უკვე გაქცეულები იყვნენ. დამემუქრნენ კიდევაც", - ამბობს გვანცა შარაძე. 

მომხდართან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი