"ქრონიკა+"-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებას ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების ხმების გაყალბებითაც გეგმავს.
ელისო კილაძის თქმით, "ურჩი" სამხედროების ოჯახებში, სამხედრო პოლიცია მუქარისა და შანტაჟის შემცველი წინადადებებით რეკავს.
"საპარლამენტო არჩევნების წინ, თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის განკარგულებით საგანგებო ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ ავღანეთში ოპოზიციამ ხმები ვერ აიღოს. ჩემი წყაროს ინფორმაციით, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს გენერერალური შტაბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დაიწყო ზეწოლა ამ ურჩი ჯარისკაცების ოჯახზე. აქ, ადგილზე, სამხედრო პოლიცია მათ ოჯახებში რეკავს და აშინებს და, ასევე, იგეგმება ბიულეტენების დანიშნვაც, რომ გაკონტროლდეს, ვის მისცემს ესა თუ ის "ურჩი" ჯარისკაცი ხმას", - ამბობს ელისო კილაძე.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მებრძოლი ჯარისკაცების ოჯახებისა და მათი ხმების გაყალბება მოახერხა, ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც არჩევნებს ოპოზიცია ავღანეთში წააგებს.