ზუგდიდის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით შინგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის, თანამშრომელმა დავით მატუამ მიიყვანა. მატუას ძმის თქმით, შეიარაღებული პირი მას სოფელ კოლხიდასთან დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე მიეყვანა. 

"დავითი სახლიდან გავიდა მეგობართან მიდიოდა და ჩვენს ქვემოთ არის ხიდი 1 კილომეტრში, იქ გადაუდგა პიროვნება გზაზე, ისე ჩაცმული, როგორც ბანკში იყო. ქალაქსში გავიდნენ, უთქვამს რომ იარე ნელა და ტროტუარზე ადი. ავტომატიანი კაცი რომ გიზის ვინ არ შეასრულებდა.. ეგრევე რეკავდა პოლიციაში, თან მიდიოდ სამსახურში, რომ ზემდგომებისთვის მოეხსენებინა" - ამბობს მატუას ძმა.  

უცნობია მდგომარეობა დავით ხვიბლიანთან დაკავშირებითაც, რომელმაც 12 საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ხვაბლიანის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს. 

"იქით ვთხოვ ტელევიზიას დაგვეხმაროს გავიგოთ სადაა ბავშვი. არ ვიცით არაფერი, სად გამოუშვეს, ვინ ნახა? მე იქ ვდგავარ სამი დღეა და ბავშვი არ ვიცი სად არის. არ დაურეკია, ალბათ ტელეფონი აქვს ჩამორთმეული. ხან წალენჯიხაში კითხავენ, ხან სად დავრბივართ 3 დღეა" - ამბობენ ოჯახის წევრები. 

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი