კახა კალაძე ფიქრობს, რომ წინა წლებში საქართველოში კრიმინალის უამრავი შემთხვევა იყო

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ წინა წლებში საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, მაგრამ ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო. 

"პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა პოლიტიკური შეფასებებისაგან. ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა. რაც შეეხება კრიმინალს, ესეც მარტივი გადასამოწმებელია. წლების განმავლობაში ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგი ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ სინამდვილეში უამრავი კრიმინალი ხდებოდა", - ამბობს თბილისი მერი, კახა კალაძე.

მისი თქმით, კრიმინალს არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროპის ქვეყნებიც ებრძვიან.

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდამსხმელს ფული ბიუჯეტიდან მისცეს მისი თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი