მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და ვუთხრათ უარი დღევანდელ აუტანელ მდგომარეობას - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას პოლიტიკური პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები აცნობენ. პარტიამ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

"ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე არ არის პანდემია, ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ამ ვითარების ისე შენარჩუნება, როგორშიც შეგვიყვანა "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ ჩვენ მობილიზებულად, უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვით უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და ვუთხრათ უარი დღევანდელ აუტანელ, გაუსაძლის მდგომარეობას. მივცეთ ხმა ცვლილებების დაწყებას ჩვენს ქვეყანაში," - ამბობს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის", ბადრი ჯაფარიძე.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" როგორც პანდემიასთან და სიღატაკესთან, ისე - კრიმინალთან ბრძოლაშიც დამარცხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი