ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძღული საქმე მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ შინაარსს - საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, თქმით ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წესით დევნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ოცნება" პროკურატურას პირადი მიზნებისთვის იყენებს. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეფასებით რომ ესაა ნიკა გვარამიას დევნა პოლიტიკური ნიშნით და საქმე მოკლებულია სამართლებრივ შინაარსს. ამ შეფასებაში საუბარია იმაზე, რომ არათუ რაიმე დარღვევები არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, არამედ საკითხავია რამდენად არის პროკურატურის უფლება ამგვარ საკითხებში ჩარევა. მაქსიმალური რაც შეიძლება იყოს არის სამოქალაქო დავა და არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი წესით დევნა", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

სისხლის სამართლის საქმეები "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" შეისწავალა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თუ სასამართლო გამამტყუჯნებელ განაჩენს გამოიტანს საქმე შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი