კარტოგრაფების საქმეზე ახალი ჩვენება ხდება ცნობილი - საქმის კიდევ ერთი მოწმე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე პირდაპირ ამბობს რომ ნატალია ილოჩოვა და ივეი მელაშვილი სახელწმიფოსთვოს საზოანო რუკებით ხელმძრვანელობდნენ.
ჯანელიძე წერს, რომ მასთან საუბარში მისი ყოფილი თანამშრომელი ამბობდა, რომ კომისიის სხვა წევრები უკმაყოფილოები იყვნენ მელაშვილისა და ილიჩოვას საქმიანობით. ჩვენებაში მინდია ჯანელიძე იხსენებს ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც დაკავებულ კარტოგრაფებს სთხოვეს დაესაბუთებინათ რატომ არ უნდა გამოეყენებინათ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკები.
"შეხვედრაზე ძირითადად ივერი მელაშვილი საუბრიბდა და აღნიავდა, რომ ზემოთ აღნიშნული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკები არ შეიძლებოდა სახელმძღვანელოდ გამოეყენებინა კომისიას. ამის არგუმენტად ის სხვადასხვა ტექნიკურ პარამეტრებს ასახელებდა. ასევე, იმ ფაქტს, რომ 1996 წელს ქართული და აზერბაიჯანული მხარე შეთანხმდა 1938 წლის 1:500 000-იანი მასშტაბის რუკების გამოყენებაზე", - წერია ჩვენებაში.
ამის შემდეგ ჩვენებაში ჯანელიძე ამბობს, რომ კარტოგრაფებს სხვა შეხვედრის დროს ჰკითხეს, შეთანხმების დროს საქართველოს მხარის კომისიის წევრები რატომ დაეთანხმნენ 1938 წლის შემდგომ შედგენილი რუკების გამოყენებას, რაზეც, ჯანილიძე ამბობს, რომ პასუხი ვერ მიიღეს.
ჩვენებაში ჯანელიძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინიტროს კარტოგრაფიული სამსახურის წარმომადგენლები - ნოდარ ხირბალაძე და თედო გორგოძე საკითხვის განხილვის დროს აქტიურობდნენ და საპირისპიროს ამტკიცებდნენ. მისი თქმით, კარტოგრაფებს სამინისტროს წარმომადგენლების წინააღმდეგ საპასუხო არგუმენტები არ ჰქონდათ.
ჩვენება შეაფასა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები და განხილვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხის შესახებ 7 წლის წინაც იცოდნენ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.