
პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც პრესსპიკერი, ბლაჟეი სპიხალსკი, ამბობს, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და აქტიურად თანამშრომლობს მედიკოსებთან.
ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, პოლონეთშიც ზრდადია ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. მხოლოდ გუშინ, 23 ოქტომბერს, კორონავირუსი 13 600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა.