სოფელ ბედიანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ახალი ზელანდიის მოქალაქეებს უკვე ექვსი საათია კითხავენ. დაწესებულებაში ჯერ არ დაუბარებიათ პირი, რომელმაც სახლში დაბმული ადამიანები გაათავისუფლა. 

"ბავშვი ამოვიდა ჩემს მეგობართან და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდათ. გაგვძარცვესო, გაგვკოჭესო დარეკეთ პოლიციაში ჩქარაო. აღელვებულები და შეშინებულები იყვნენ. მანქანა გაიტაცესო",- ამბობს ის. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ოქტომბერს, სოფელ ბედიანში მცხოვრები ახალი ზელანდიის მოქალაქეების სახლში ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბინიდან 16 ათასი ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. გარდა ამისა, მათ ოჯახის კუთვნილი მანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან ასე მიიმალნენ.

გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, დაკავებული ჯერ არავინაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი