ბათუმში კოვიდინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრები მოატყუეს, თითქოს პაციენტი ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ეს მაშინ, როცა ინფიცირებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ექიმები ოჯახს ეუბნებიან, რომ "ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ".
მედიკოსებმა პაციენტს "ყურადღება" მხოლოდ მას შემდეგ მიაქციეს, რაც მისმა შვილმა, საავადმყოფოში იჩხუბა და კატეგორიულად მოითხოვა მამის რეანიმაციაში გადაყვანა.
ინფორმაცია სალომე ბერიძემ Facebook-ზეც გაავრცელა, თუმცა როგორც გაირკვა, ბერიძეები მოტყუებულები აღმოჩნდნენ და პაციენტი ჩვეულებრივ პალატაშია მოთავსებული.
"არც კი დაუხედავთ მამაჩემისთვის, რა მდგომარეობაში იყო. როგორც კი ვახსენე ტელევიზია და მედია, მედიკოსებმა ვითომ ყურადღება გამოიჩინეს და 2 წამში ადგილი გაჩნდა. შემდეგ გვითხრეს, რომ პაციენტი რეანიმაციაში არ წევს, მხოლოდ პალატაში იმყოფება. ახლა მედიკოსები მეუბნებიან, რომ მამაჩემს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - ამბობს სალომე ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში დამატებით 1 928 ადამიანი ინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი, 8 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 788 ადამიანი თბილისიდანაა.