ციხის კადრები და ბედუკაძე-ჩხარტიშვილის ჩანაწერი - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ციხის კადრებსა და ბედუკაძე-ჩხარტიშვილის ჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამასთან, ოპოზიციის წევრებისთვის ჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ციხის კადრები 2012 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნით გამოიყენა. 

"სასწრაფოდ უნდა შეისწავლონ ჩანაწერები, დადგინდეს მისი ავთენტურობა და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფარული ჩანაწერებით მანიპულაცია მოახდინა საარჩევნო პროცესებზე. ამასთან, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, საიდან და რა მიზნით ფინანსდებიან პოლიტიკური ძალები", - ამბობს "ლელოს" წევრი, ლანა გალდავა. 

ხელისუფლების ოპონენტები ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირზეც საუბრობენ. 

"ჩხარტიშვილის ფინანსებით ხორციელდება რუსეთის მიერ შემუშავებული ყველა სქემა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.  

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების მთავარი დამფინანსებელი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი, იყო. 

აუდიო ჩანაწერებში ერთმანეთს ვანო ჩხარტიშვილი და ამ დავალების შემსრულებელი ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული. აუდიოფაილების მიხედვით ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს რომ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი