"მე არჩევნებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მივიღე მონაწილეობა" - ეს შეტყობინება გამოგზავნა დედამიწის დაბალი ორბიტიდან ქეით რუბინსმა. ნასას ასტრონავტი ექვსი თვეა კოსმოსში მოგზაურობს, მაგრამ ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, კოსმოსისგან განსხვავებით, დედამიწა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას - COVID-19- ის.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის ჩატარება. განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის დისტანციურად, ელექტრონულად ან ფოსტით ხმის მიცემა, პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და სხვა ისეთი მეთოდები, რომ არც ადამიანების ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, და არც მათ უფლებას მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე პირნათლად მოიხადონ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.
საქართველოში ცესკომ ათობით ათას ადამიანს უფლება წაართავა - არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. უფლებაწართმეულთა სიაში შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს, მათ სიაში შესაძლოა იყო შენ, ან შენ, ან შენ - ვისაც ჯერ არც COVID-19-ის დიაგნოზი გაქვს და არც ინფიცირებულთან კონტაქტში ყოფილხარ.
ასეთი ადამინების რიცხვი შესაძალოა ათობით ათასი იყოს, ვინაიდან ამ დროის მონაცემით თვითიზოლაციაში, კარანტინში და საავადმყოფოში სულ -12115 ადამიანი იმყოფება. ეს რიცხვი ერთი კვირის შემდეგ ლოგიკურად, საგრძნობლად გაიზრდება. გამოდის, რომ ე.წ COVID-19-ის ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, სატელეფონო განაცხადების გაკეთება მხოლოდ 2 დღის განმავლობაში შეეძლოთ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც სტაციონარებში და სასტუმროებში 26 რიცხვის შემედეგ მოხვდებიან, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. შესაბამისად, ათობით ათასი ადამიანი მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომ ცესკო სათნადოდ ვერ მოემზადა. ამის შესახებ არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია აქტიურად ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც ქვეყანაში ვირუსის ერთეული შემთხვევბი გვქონდა.
Რა ლეგიტიმური მიზანი აქვს ცესკოს 45-ე დადგენილებას, რომელიც ადამიანებს ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად 2020-ის იურისტთა ჯგუფი აპირებს სასამართლოს მიმართოს და დაადგენილების არაკონსტიტუციური შინაარსისი გამო მისი შეჩერება მოითხოვოს.
იურისტებს "ქართული ოცნების" პირობებში დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი არ აქვთ, მითუმეტეს მათი სარჩელის მომზადებას წინ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი უძღვოდა. მოსამართლემ მოქალაქეთა რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბევრი მოქალაქე ვერშეძლებს არჩევნებში მონაწილეობას და მმართველი გუნდი ხმებს სათავისოდ გამოიყენებს.
ამომრჩევლების ნაწილი კი, ვინც 26 ოქტომბრის 10 საათამდე ცხელ ხაზზე დარეკავს და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მოითხოვს, - ამ უფლების გამოყენება ექსტრემალურ ვითარებაში მოუწევს. ის ადამიანები, ვინც კოვიდსასტუმრობეში, საავადმყოფოებში, თუ იზოლაციაში იქნებიან მათთვის ცესკომ უკვე შექმნა 127 სპეციალური უბანი, არჩეულია თითოეული უბნის კომიისის წევრებიც. მართალია ცესკოს კონკრეტული პროცესურის შესახებ დეტალური განმარტებები არ გაუკეტებია, მაგრამ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კომისიის წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ წესს. კომისიის წევრებს, უნდა ეცვათ ხალათი, ეკეთოთ ხელთათმანი, პირბადე, დამცავი ფარი და სარგებლობდნენ სადენზინფექციო ხსნარით. თვითიზოლაციაში მყოფი პირის, კარის ზღურბლთან, გადასატანი ყუთის დადების შემდეგ, კომისიის წევრმა უნდა დაამუშაოს სახელური თუ სხვა ზედაპირი, რომელსაც შეეხო. თავის მხრივ, თვითიზოლაციაში მყოფ პირს, უნდა ეკეთოს პირბადე და კომისიის წევრები ვალდებულები არიან ამომრჩეველს დაუმუშაონ ხელები. მხოლოდ ამის შემდეგ, შეუძლია ამომრჩეველს გააკეთოს ხელმოწერა სხვა ამომრჩევლებისთვის განკუთვნილ ე.წ ხელმოწერის ფურცელზე და აიღოს ბიულეტენი.
გარდა იმისია, რომ მთელი დღის განმავლობაში დაღლილმა კომისიის წევრებმა შესაძლოა ვერ დაიცვან ყველა საჭირო წესი და პროტოკოლი, ასევე შესაძლებელია, ვერ მოხდეს ყველა იმ ადამიანთან მისვლა, ვინც გადასატანი ყუთის სიაშია, მარტივი მიზეზით - კომისიის წევრების არასაკამირისი რაოდენობის გამო. ამ პროცედურის დროს არ ტარდება მარკირება- რაც არასამათავრობების შესაფებით მანიპულაციის შესაძლებლობის რისკს ზრდის. ისინიც კი, ვინც მოახერხებენ, რომ სპეციალური უბნის სიის ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ, ვერ აირჩევენ მაჟორიტარ კანდიდატებს, მათ შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიაში იმ ადაამინებს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს მხოლოდ იმას პასუხობენ - რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან მოსაამზადებლად დრო სჭირდებათ.რაც შეეხება, იმ ამომრჩეველს, ვინც რეგისტრაციიას 26 ოქტომბრამდე მოასწრებს გიორგი სანტურიანი გვეუბნება , რომ მათ ყველა წესის დაცვით შეეძლებაათ ხმის მიცემა.
სანამ საქართველო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარებს არჩევნებს და ადამიანს არ შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება ქვეყნაში მთავრობების მართვასა და დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღოს, მანამდე სპეციალისტები მოგვიწოდბენ, პანდემიის გამო არჩევნებზე მისვლის არ შეგვეშინდეს.