ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იმ პირს აკავებენ, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ზუგდიდის დაყაჩაღების მთავარი მძარცველი. 

"გავიმარჯვეთ!

ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ! არა და როგორ მომზადებული ყავდათ "პადსტავნოი" ვინმე გვაზავა - მარა სიმართლე, რომ ჩვენ გვქონდა ხელთ, მეტი რა გზა ქონდათ - დააკავებენ ნამდვილ დამნაშავეს და მოუწევთ თქმა, რომ მოქმედი სამხედროა ტერორისტი და მისი თანამზრახველი ვინაა, გამოიცანით? ასევე მოქმედი სამხედრო, ფეიკ მძევალი ხვიბლიანი. აღარ პრავდება. - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე. 

ეს მას შემდეგ ხდება, რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღესვე წერდა, რომ  ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს.

აქვე შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მედიას მოუწოდებნდნენ მისი ფოტოების გავრცელებისგან. 

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი